ისანს ჰალსტუხი უშოვია და გაცნობა უნდა დიღმის მასივის
დაბადების დღე აქვს ვაკეს,
არ გეგონოთ ლექსი “რიჟა”,
მოაწყო მან “ვეიქ-ფართი”
და უბნებიც დაპატიჟა.
დაღონებული დაბრუნდა გლდანი
ატყვია თითქოს გულზე იარა,
რადგან არ ჰქონდა მაგარი “ზმანი”
“Fეის-კონტროლი” ვერ გაიარა.
თუმც დაპატიჟა ვაკემ პირადად
ვერ მიდის სტუმრად მაინც ლოტკინი,
სენმა დასძლია, ავადმყოფია,
ლოგინში წევს და სტანჯავს ბოტკინი.
ჩამოფრენილა სტუმრად ბროდვეიც,
სუფრას მიუჯდა თუმცა ეს-ესღა,
თემქამ ვერასთან ზარი გაუშვა,
საჩუქრისათვის ფული ესესხა.
მერიქიფედ დგას სუფრის, სანზონა,
ფიქრობს აუვსოს ახლა თასი ვის,
ისანს ჰალსტუხი უშოვია და
გაცნობა უნდა დიღმის მასივის.
“გამოვძღებიო” – ხარობს გლდანულა
ხტუნავს და ცმუკავს, თითქოს რწყილია
სიგარას “ქაჩავს” “ნახალოვკა” და
რაღა თქმა უნდა, დაბოლილია.
“ზემკა” მთვრალია, ოხვრით იძახის:
“ღმერთმა ასეთი ლხინი სულ მომცეს”
შემოუერთდათ მათ ავლაბარი,
ხმამაღლა ყვირის: “ჯიგრებო, ვონცეს!”
ავჭალა ცეკვავს ორთაჭალასთან,
დიდუბე მიქსავს, ბობოქრობს რეპი,
ჯიპით მოვიდა საბურთალო და
ვაკეს მიუძღვნა ბაჯაღლოს ცეპი.
ვარკეთილს უთქვამს არ დამპატიჯეს
მაგათ ჩემდენი დონე სადააქვთ
ეს უჩემოდაც ყველამ იცის რომ
ვაკე ბანძია მეტრო არააქვს
განსხვავებულით სვამდა სამგორი,
გახდა წითელი, როგორც მარწყვია,
მთვრალმა თავი ვერ შეიკავა და
იქვე სუფრასთან ურცხვად არწყია.
იუბილარი გაწყრა სასტიკად,
საბრალო სამგორს უწყო გინება,
ეს ფაქტი იყო დიადი “ფართის”
უსაზიზღრესი დაგვირგვინება.
შინ დაბრუნებულ მუხიანს,
წამსვე ეცვალა იერი,
თქვა: “შემდეგ “ვეიქ-ფართამდე”
კუჭი ვით გაძლებს მშიერი?!”
კომენტარი