კახეთში მამამთილმა რძალი მოკლა, მეზობელი დაჭრა და თავი მოიკლა
საზარელი მკვლელობა მოხდა კახეთში. მამამთილმა საკუთარი რძალი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი დაჭრა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.
შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მოხდა. მეზობლების თქმით, 81 წლის შოთა ჯავახიშვილმა ლალი ზუბალოვი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
დაღუპულის ოჯახის ნათესავები მკვლელობის მოტივად რძალ-მამამთილს შორის წლების განმავლობაში არსებულ უთანხმოებას ასახელებენ.
დაჭრილი მანანა ფეიქრიშვილი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიებას შინაგან საქმეთა საგარეჯოს რაიონული სამმართველო აწარმოებს.
კომენტარი