სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით გარეჯში, უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს

დავით გარეჯში ვითარება ისევ დაძაბულია, სამოქალაქო აქტივისტები ჩიჩხიტურის კოშკისკენ მიემართებიან. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები გარეჯში მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდნენ.

ისინი საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებას თხოვენ. დავით ქაცარავას თანამებრძოლები გარეჯში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ტაძრებიდან ხატები გამოიტანეს, ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს და უთხრეს, რომ მათ ტერიტორიაზე ამ ხატების ადგილი არ იყო.

წინააღმდეგობის მიუხედავად, მრევლმა სიწმინდეები კელიებში ისევ დააბრუნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100