"დედაკაცი, რომელიც მოკლე კაბით ან შარვლით დადის, 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს"
დეკანოზ თადეოზ სარალიძე თვლის, რომ ქალი, რომელიც მოკლე კაბით, ან შარვლით დადის, უნდა დაჯარიმდეს.
"მოკლე კაბით დადის, შარვლით დადის, კაცო, დედაკაცი, თან, ამ დროს მრევლია და მიზეზებს ეძებს. მე ბევრჯერ ვთქვი, რომ მოკლე კაბით უნდა დააშტრაფო, დააჯარიმო, ერთი ასი ლარი უნდა მიუვიდეს. შენი სხეული აჩვენე შენს ქმარს, აჩვენე, ვისთანაც უნდა დაწვე. რას აჩვენებ, რას აფიშირებ ამას და რატომ აკეთებ. ეს იწვევს დიდ საშინელებას", - ამბობს დეკანოზი ქადაგებისას.
კომენტარი