სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნაბიჯით იარ!“ ანუ „шагом марш!“ – პოლიტიკური მარშის ისტორია (ვიდეო)

გუბაზ სანიკიძემ, რომელმაც „ქართველთა მარშად“ წოდებული, ხვალინდელი ღონისძიება ცოტა ხნის წინ დაანონსა, არ შეიძლება არ იცოდეს, რომ ეს სიტყვა: „მარში“ – საქართველოში საბჭოთა წარსულთან ასოცირდება. კაცმა რომ თქვას, ვერც გუბაზს გაამტყუნებ: ბოლო დროს „მარში“ ძალიან პოპულარული გახდა და ზოგიერთ ქვეყანაში იმ შედეგითაც კი დასრულდა, რაზეც, ალბათ გუბაზი და მისნაირები ოცნებობენ – ხელისუფლების შეცვლით.

მაგრამ გუბაზს იმის შეხსენებაც არ აწყენდა, რომ არც არაბული სამყაროს ქვეყნებს, არც იმ ქვეყნებს, სადაც „მარში“ ასე თუ ისე, სამოქმედო პოლიტიკურ გეგმას ასახავს, საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ. აქედან გამომდინარე, იმ ქვეყნების მოსახლეობისთვის მარში მარშის რიტმზე პარადებზე ჩავლა არ არის, რომელიც მხოლოდ მაშინაა ეფექტური, როცა საქმე სამხედრო თემას ეხება.

საქართველოს დედაქალაქში კი მძიმეწონოსანმა პოლიტიკოსმა არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური მარში დაგეგმა. ძნელია ცდუნებისგან თავის შეკავება: გუბაზ სანიკიძეს, ალბათ, ტკბილად ახსოვს „ოპოზიციის მარში“, რომელიც სტადიონზე ჩატარდა და სადაც სარბენ ბილიკებზე გამოჩენილ ყველა ლიდერს, მათ შორის გუბაზსაც, ისე ეგებებოდნენ, როგორც გლადიატორებს.

გუბაზ სანიკიძეს პოლიტიკური გლადიატორის როლის მორგება ისევ მოუნდა და 27 სექტემბერი, როცა საქართველო ერთდროულად ორ დღეს: ჯვართამაღლებასა და სოხუმის დაცემას აღნიშნავს, მარშთანაც დააკავშირა. კაცმა რომ თქვას, დანამდვილებით იმის თქმაც ძნელია, თვითონ ფორუმელებს და პირადად სანიკიძეს სჯერა თუ არა ამ მარშის წარმატების. იქნებ არც სჯერა და ის განცხადება, რაც ანონსს მოაყოლა – იმედი მაქვს, თბილისელები გამოვლენ და თუ არ გამოვლენ, სამზარეულოებში გამაგრდნენო, მაგიტომაც მოაყოლა?

გუბაზ სანიკიძე ისტორიკოსია, თანაც, საქართველოში ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და პატივსაცემ ისტორიკოსთან გენებით დაკავშირებული. ამიტომ, შეუძლებელია, მან არ იცოდეს, რომ მარში, როგორც ასეთი, მსოფლიო ისტორიას ძალიან მძიმე და, ზოგჯერ, სამარცხვინო იარადაც აწევს, იმის მიუხედავად, რა გაგრძელებები მოჰყვა მას. ალბათ, არც იმის შეხსენება იქნებოდა ურიგო, რომ პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონეებმა თავი უნდა აარიდონ მათი სახელის გაიგივებას ისტორიის არასასიამოვნო ეპიზოდებთან.

მსოფლიოს ახსოვს ჰიტლერის „მიუნჰენის მარში“, როცა მაღალი იდეების მქადაგებელი ჰიტლერი, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლებისთვის იბრძოდა, თავის მომხრეებთან – ლუდენდორფთან და გერინგთან ერთად, 3000 „შტურმავიკის“ თანხლებით მიუნჰენის ქუჩებში გამოვიდა და პოლიციის კორდონებისკენ მარშით დაიძრა. სამხედრო სამინისტროს შენობისკენ მიმავალ ნაცისტებს მაშინ გზა პოლიციამ გადაუკეტა და გამაფრთხილებელი ცეცხლიც გაუხსნა. ნაცისტებმა დამიზნებული ცეცხლით უპასუხეს, რასაც პოლიციელთა საპასუხო სროლა მოჰყვა. სროლის დროს 21 კაცი დაიღუპა, ხოლო გერინგი – დაიჭრა. როგორც ამბობენ, მას შემდეგ, რაც სროლა ატყდა, ჰიტლერი ჯერ მიწაზე გაწვა, ხოლო შემდეგ მანქანისკენ გაიქცა. მას სხვა ნაცისტებმაც მიბაძეს და ერთადერთი, ვინც არ გაქცეულა, ლუდენდორფი იყო. მოგვიანებით ნაცისტებმა ეს ეპიზოდი გადააკეთეს და თქვეს, რომ ჰიტლერს მხოლოდდამხოლოდ დაჭრილი ნაცისტის მიყვანა სურდა მანქანამდე და იმიტომ გაიქცა. – ასე რომ, ისტორიას ახსოვს „მარშის“ სისხლიანი შემთხვევები და ჰიტლერის ეპიზოდი ამ ისტორიაში, სამწუხაროდ, პირველი და უკანასკნელი არ არის.

გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ მარში საქართველოს სინგაპურიზაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ მარშს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა არ ექნება: ”მარში დაიწყება დღის 4 საათზე, გავივლით რუსთაველის გამზირს და შემდეგ მივალთ სამების ტაძარში, სადაც გაიმართება დაღუპული გმირების მოსახსენიებელი რიტუალი. ეს არ არის მხოლოდ სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერს ჯვართამაღლებაა” – ბევრისთვის სწორედ ესაა გაუგებარი: რა საჭიროა მარში, იმისთვის რომ ეკლესიასთან მიხვიდე და სანთლები აანთო? კაცმა რომ თქვას, ამაზე პასუხი არც გუბაზ სანიკიძეს აქვს, მაგრამ იგი ხალხს მაინც აქტიურობისკენ კი მოუწოდებს.

თუმცა, ერთსულოვნება თვითონ ოპოზიციურ პარტიებშიც არ არის. ზოგი, ვინც მარშში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა, ვენაშია, ავსტრიის დედაქალაქიდან კი, როგორც მოგეხსენებათ, გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით, შეუძლებელია თბილისში მოწყობილ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ზოგიერთი ოპო–პარტიის ლიდერი „ფორუმს“ სიტყვიერად კი უსურვებს წარმატებას, მაგრამ „მარშში“ მონაწილეობაზე უარს ამბობს. აქ საქმე მარტო ის არ გახლავთ, რომ ოპოზიციას, ზოგადად, ქართველებისთვის დამახასიათებელი „პირველობის სინდრომი“ აწუხებს – მათ წინასწარ იციან ხალხის განწყობა და ისიც, რომ ეს მარში წარუმატებელი იქნება, თუნდაც იმ უცნაური ასოციაციის გამო, რომელიც ჰიტლერთან, მუსოლინისთან თუ სტალინთან მიმართებაში იკვეთება.

სხვათა შორის, იქნებ გუბაზ სანიკიძემ და „ქართველთა მარშის“ სხვა მომხრეებმა იქნებ, არც იციან, რომ „რუსული მარშიც“ არსებობს და იგი აღნიშნავს რუსული ნაციონალისტური ორგანიზაციების მოწყობილ მსვლელობასა და მიტინგს სახალხო ერთობის დღეს, 2005 წლის 4 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის ქუჩებში. 2005 წლის 4 ნოემბერს მოწყობილი ეს აქცია იყო რუსეთის ისტორიაში ნაციონალისტთა პირველი ყველაზე მასობრივი სანქციონირებული გამოსვლა. მოგვიანებით ამ აქციის ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა, ამასთანავე მან გეოგრაფიაც გაიფართოვა. რუსული მარში დღესდღეობით რუსეთის 10-ზე მეტ ქალაქში ტარდება და ნაციონალისტთა ყველაზე მასშტაბურ აქციას წარმოადგენს.

და კიდევ ერთი: „ქართული მარში“ სულაც არ არის გუბაზ სანიკიძის ექსკლუზივი. იგი ჯერ კიდევ 1936 წელს დაწერა სემიონ ჩერნეცკიმ და ასე ჟღერს:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100