სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წიგნების მაღაზიებში გაყიდვები გაიზარდა

ზაფხულის სეზონზე წიგნების მაღაზიებში გაყიდვები გაიზარდა. ამ შინაარსის განცხადებებს წიგნების მაღაზიათა ქსელებში “ბიბლუსსა” და „საუნჯე“–ში აკეთებენ. მაღაზიების განცხადებით, თუ შევადარებთ ბოლო ორი წლის შედეგებს, კლიენტურა 50%-ითაა გაზრდილი.

„ბიბლუსის“ წარმომადგენლის მტკიცებით, ხალხმა გააცნობიერა, რომ წიგნების კითხვა უფრო სასარგებლოა, ვიდრე კომპიუტერთან ჯდომა. „საუნჯეს” წიგნებზე მოთხოვნის გააქტიურების კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს, თუმცა აცხადებენ, რომ წიგნებს მკითხველი ყოველთვის ჰყავს. წიგნების მაღაზიების ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი ამჟამად დეტექტiური და სათავგადასავლო ჟანრის წიგნებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100