სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რუსულ "ფორბსთან" ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ აღარასოდეს დაბრუნდება პოლიტიკაში, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამაში დარწმუნებულია.
"დიახ, დარწმუნებული ვარ. მე პირობა დავდე. გარანტიას ვიძლევი, რომ მთავრობა, რომელიც მე დავტოვე, ნამდვილად ააშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს და არასოდეს გახდება კორუფციული", - განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, რამდენად შორს წავიდა პოლიტიკიდან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლიდან ჯერ მხოლოდ ერთი თვე გავიდა.
"ამ პერიოდში ჯერ მხოლოდ ცოტა გამოძინება მოვასწარი. მე მაშინ ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ახლა ვიმუშავებ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ახლა ვფიქრობ, როგორ დავეხმარო. მე პირობა დავდე, რომ აქტიურად ჩავერთვები სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში, ვასწავლი ხალხს, როგორ აკონტროლოს მთავრობა, აკრიტიკოს და ა.შ.",-განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "თვალის დახუჭვას" არაფერზე აპირებს. "მე არსად წასვლას არ ვაპირებ და დავრჩები საზოგადოების აქტიურ წევრად",-განცხადა ივანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100