სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ბექას არც კაცი მოუკლავს და არც ბარიგაა“ - მანიკა ასათიანის კომენტარი მისი ქმრის დაკავებაზე

ნარკოტიკების შეძენა, შენახვასა და შემოტანის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს კალათბურთელი ბექა წივწივაძე. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა მისმა მეუღლემ, ტელეწამყვანმა და მოდელმა მანიკა ასათიანმა.

„დილიდან საშინელ კომენტარებს ვკითხულობ ბექაზე და ჩემ ოჯახზე. ბექას არც კაცი მოუკლავს, არც ბარიგაა და არც ვინმესთვის მიუყენებია ზიანი თავისი თავის გარდა (თუ არ ჩავთვლით ოჯახის და მეგობრბის ნერვიულობას). რა შეცდომაც დაუშვა და დააშავა ამაზე უკვე საკმარისად აგო პასუხი და ბოდიშიც მოიხადა. ასე, რომ მოგმართავთ გაბოროტებულ ადამიანებს, მარტო სხვისი ცუდით, რომ ხარობთ თქვენ ცხოვრებას მიხედეთ და იცხოვრეთ მშვიდად! ცოტა ნაკლებად მეიმედება რამე ეშველოს იმ ბრბოს, რომელთა გასართობი საშუალება მხოლოდ სოციალურ ქსელში ვინმეს გაკრიტიკებაა, მაგრამ გთხოვთ, რაც რეალობაა იმაზე რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ და წერეთ, კუდის მობმა არაა საჭირო.

P.s ჩემო ნამდვილო მეგობრებო მეც და ბექაც კარგად ვართ. არ ინერვიულოთ“ - წერს მანიკა პირად ფეისბუქ გვერდზე.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი თავად წივწივაძემაც გააკეთა. მან ჰაშიშის მოხმარებისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მომხდარს ნანობს.

ბექა წივწივაძის კომენტარი სრულად იხილეთ სტატიაზე მიბმულ ვიდეოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100