"21%იანი რეიტინგი, მრავალმილიონჩადებული მსოფლიო პროექტის წინააღმდეგ" - ნიკა გვარამია გუშინდელი „მხოლოდ ქართულის“ შემდეგ ვრცელ პოსტს აქვეყნებს
ნიკა გვარამია გუშინდელი „მხოლოდ ქართულის“ შემდეგ ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
„მოკლედ, რა იყო ჯერ კიდევ სამი თვის წინ:
არ
არსებობდა
პროექტი
არ
არსებობდა
გუნდი
არ
არსებობდა
ფული
და გუშინ გავაკეთეთ ის, რაც ნახეთ. 21%იანი რეიტინგი, მრავალმილიონჩადებული მსოფლიო პროექტის წინააღმდეგ (იქს ფაქტორს 13,6%). რეიტინგზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხარისხით და მნიშვნელობით, "მხოლოდ ქართული" უკვე შევიდა ქართული ტელევიზიის და მუსიკის აქტივებში.
მადლობა უკლებლივ ყველას, ვინც მუშაობთ ამ პროექტზე და სასწაული შეძელით და უდაბნოში წყალს ამოახეთქინეთ! ყველას, ყველას, ყველას! (ჩამოთვლა შორს წამიყვანს)
განსაკუთრებული მადლობა პროდაქშენის ახალ დირექტორს Giorgi Gabunia. დღემდე ვერ ვიგებ, საიდან მოაქვს ამ ადამიანს ასეთი მრავალმხრივი ნიჭიერება და ახლა უკვე, ყველფერთან ერთად, ტელევიზიის შემოქმედებით ნაწილში აკეთებს საოცრებებს.
წარმოუდგენელ ბიჭს და ჩვენს ახლად შეძენილ განძს, მთავარ რეჟისორს Nika Lomidze და მასთან ერთად კონტენტის პროდიუსერს, ჩემს Manana Doi, დრამატურგიის და ტექსტების დედას!
მადლობა ჟიურის, ჩემი აზრით, საუკეთესოს ქართული პროექტების ისტორიაში Marina Beridze (ცალკე მადლობა საოცარი მუსიკოსების მოყვანისთვის) Sofia Nizharadze (ცალკე მადლობა, რომ არ დაიზარა და ფეხით შემოიარა მთელი საქართველო) გიორგი უშიკიშვილი (ცალკე მადლობა პროექტის პროდიუსინგისთვის) ლელა წურწუმია და ისევ (!) გაბუ!
მადლობა ორ ნიჭიერ და ლამაზ გადარეულს, რომელსაც დებიუტი ქონდა და ისეთი დებიუტი, პირდაღებული დაგვტოვეს ყველა მაია ასათიანი Nanuka Zhorzholiani.
და ბოლოს, ყველაზე განსაკუთრებული მადლობა მონაწილეებს და მუსიკალურ ნაწილს, პირველ რიგში, გენიოს ზვიად ბოლქვაძეს. გუშინდელი დღის მთავარი გმირები მაინც ისინი არიან!
ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გავიმრჯვოთ!
გმადლობთ, რომ გვიყურებთ
p.s. ჩემი მდინარე კი აგრძელებს გვამების ჩამოცურებას. აგერ, ახლახან, კიდევ ორმა ჩამიარა” - წერს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი.
კომენტარი