სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არიან თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კაცების გულთამპყრობელი ქალები?

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი. დედამიწის ზურგზე ალბათ ადამიანი არ მოიძებნება, ვისაც მარკ ცუკერბერგის სახელი არ გაუგია. ადამიანის, რომელმაც შექმნა „ფეისბუქი“ და 45 მილიარდი დოლარიც დააგროვა.

მისი მეუღლე პრისცილა ჩანი გახლავთ, რომელიც მილიარდერმა კოლეჯში გაიცნო. პრისცილა პროფესიით ექიმია და დღესდღეობით ქველმოქმედებას ეწევა. მარკთან ერთად მას ფული განათლებასა და სკოლებითვის არ ეშურება.

წყვილი ერთმანეთს პირველად 2003 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის წვეულებაზე შეხვდა, მას შემდეგ ერთად არიან და უკვე საერთო შვილსაც ზრდიან.

დონალდ ტრამპი და მელანია კნაუსი. მელანია კნაუსის ძალიან გაუმართლა, რადგანაც 2005 წელს ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კაცზე დაქორწინდა. სლოვაკელი ლამაზმანი საათებისა და სამკაულის დიზაინერი და ყოფილი მოდელია.

სტივ ჯობსი და ლოურენ პაუელ ჯობსი. ლოურენი სტივ ჯობსის ქვრივია. კაცის, რომელიც მე-20-ე საუკუნეში ტექნოლოგიის დანერგვის ერთ-ერთი პიონერი და „ეიფლის“ კომპიუტერების შემქმნელია. ლოურენი ცუკერბერგის ცოლის მსგავსად ქველმოქმედებითაა დაკავებული.

ჯობსმა მომავალი მეუღლე სტენფორდის უნივერსიტეტში გაიცნო. იმ პერიოდში ლორენი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების თაობაზე კითხულობდა ლექციებს. წყვილი 1991 წელს დაქორწინდა და სამი შვილი გაუჩნდა.

ამჟამად ლორენ პაუელ ჯობსი რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციას უდგას სათავეში.

ლარი პეიჯი და ლუსი საუტვორტი. ლუსი „გუგლის“ თანადამფუძნებლის, მილიარდელი ლარი პეიჯის ცოლია. მან ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

სტივ ვინი და ანდრეა ჰისომი. ანდრეა სტივ ვინის, ბიზნეს-მაგნატისა და კაზინოების ქსელის მფლობელის ცოლია. ლას-ვეგასის კაზინოთა უმრავლესობა სწორედ მათ საკუთრებაშია.

სერგეი ბრინი და ანა ვოიჟიტსკი. ბიოლოგი ანა „გუგლის“ თანადამფუძნებლის, მეცნიერ სერგეი ბრინის ყოფილი ცოლია. ვოიჟიტსკი პროფესორების ოჯახიდანაა, მისი ერთ-ერთი და კი „იუთუბის“ ხელმძღვანელია.

ბერნი ეკლსტოუნი და ფაბიანა ფლოსი. 35 წლის ბრაზილიელი ფაბიანა 81 წლის მილიარდელზე, ფორმულა 1”-ის მფლობელზეა დაქორწინებული.

ფრანსუა ანრი პინო და სელმა ჰაიეკი. ფრანსუას ნამდვილად გაუმართლა, რადგანაც მისი რჩეული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ეშხიანი და სექსუალური ქალია. ჰოლდინგ „Kerig“-ის ფრანგი მფლობელის მეუღლე სელმა ჰაიეკია.

რომან აბრამოვიჩი და დაშა ჟუკოვა. დაშა ჟუკოვა რუსი დიზაინერია, რომელიც რომან აბრამოვიჩის პარტნიორია. ჟუკოვა ხელოვნებითაა დაინტერესებული და აგრეთვე მოდური ჟურნალების გამოცემას ხელმძღვანელობს. დაშა ოლიგარქს 2006 წლიდან ხვდება. მათ ორი შვილი ჰყავთ.

ჯეფ ბეზოსი და მაკენზი ბეზოსი. მაკენზი „ამაზონის“ დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს 1993 წლიდან ხვდება. ქალბატონი ავტორი და საზოგადო მეღვაწეა.

ლესლი მუნვესი და ჯული ჩინი. ჯული ამერიკელი ახალი ამბების ტელეწამყვანია. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც 1990 წლიდან ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. ის დაქორწინებულია CBS კორპორაციის ხელმძღვანელ ლეს მუნვესიზე.

ბარი დილერი და დაიან ვონ ფარსტენბერგი. ბელგიელი მოდის დიზაინერი და DVF-ის მფლობელი მილიონერ ბარი დილერის ცოლი 2001 წლიდანაა. როგორც ცნობილია ქმარმა მას საქმიანობაში ხელს ძალიან შეუწყო.

მაიკლ დელლი და სუზან დელლი. სუზანი კომპანია „Dell”-ის დამფუძნებლის ცოლია. ის კომპანიის საქმიანობაში მეუღლესთან ერთად აქტიურადაა ჩართული. ისინი ქორწინებაში 1989 წლიდან იმყოფებიან და ოთხი შვილი ჰყავთ.

ლარი ელისონი და ნიკიტა კანი. ნიკიტა უკრაინელი მსახიობია, რომელიც კომპანია “Oracle”–ის მფლობელ ლარი ელისონს ხვდება. ელისონი მსოფლიო მილიარდელების სიაში მე-6 ადგილზეა. მისი ქონება 28 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მილიარდელი უკვე ოთხჯერ იყო ქორწინებაში.

ელონ მასკი და ტალულა რაილი. ტალულა ინგლისელი მსახიობია. ის აქტიურად მონაწილეობდა ფილმებში 2005 წლამდე, მათ შორის „სიამაყე და ცრურწმენაშიც“. მსახიობი ბიზნესმენ ელონ მასკის ყოფილი ცოლია. მასკის მფლობელობაშია PayPal, კომპანია SpaceX და Tesla Motors.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100