ყურძნის ჩაბარების ფასი წელს 1 ლარი იქნება
კილოგრამი ყურძნის ჩაბარების ფასი წელს საშუალოდ ერთი ლარი იქნება. ამის შესახებ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა შალვა ფიფიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა განაცხადეს.
მათ ჟურნალისტებს "რთველი 2013-ს" ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები და სამინისტროს მიერ
დაგეგმილი პროგრამები გააცნეს.
როგორც დავითაშვილმა განმარტა, მიმდინარე წლიდან სახელმწიფო კერძო სექტორის ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და პარიტეტულობის შესანარჩუნებლად გლეხების დახმარებაზე იზრუნებს. მისი
თქმით, მეწარმეებისთვის და მცირე
ფერმერებისთვის მცირე
და დიდი
ფართობებიდან მიღებულ ყურძენზე დიფერენცირება არ მოხდება.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, წელს
ყურძენს 80-მდე მეწარმე ჩაიბარებს. სამინისრტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, სუფსიდიის პროგრამა კომპანიებისთვის ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე განხორციელდება.
"შეღავათიან აგროსესხების პროექტს მეხუთე კომპონენტი დაემატება, გაიცემა შეღავათიანი სესხები ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის - 15-თვიანი სესხი
12-დან 15%-მდე,
საიდანაც 9%-ს სახელმწიფო დაფარავს. 1 ლარად ან ერთ ლარზე მეტ ფასად ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო პირდაპირი დახმარების წესით შესაბამისი თანხით უზრუნველყოფს ღვინის მწარმოებალ კომპანიებს", - განახცადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
შალვა ფიფიას თქმით, სუფსიდირების პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 25 მილიონი ლარია განსაზღვრული.
როგორც ლევენ
დავითაშვილმა აღნიშნა, რთველი აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება.
კომენტარი