სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook-ში ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მამაკაცი დააკავეს

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დიდ ბრიტანეთში, ლინკოლნის საგრაფოს ზღვისპირა ქალაქ გრიმსბიში მცხოვრები მამაკაცი დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებული ვიდეო გახდა, სადაც კარგად ჩანს, როგორ სასტიკად სცემს მამაკაცი თეთრ ბულტერიერს, რომელიც სახლში შესვლას ცდილობს. სწორედ ეს ვიდეო გამოიყენა პოლიციამ მტკიცებულებად.

როგორც გაირკვა ვიდეო მოპირდაპირე კორპუსის ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან ბიჭუნამ გადაიღო და მაშინვე Facebook-ში, საკუთარ გვერდზე განათავსა. ვიდეო ელვის უსწრაფესად გავრცელდა. ატვირთვიდან სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ მამაკაცის სახლთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მის დაპატიმრებას ითხოვდნენ.

პოლიციამ გადაწყვეტილება მალევე მიიღო: ვიდეომასალა განყოფილებაშიც Facebook-ის მეშვეობით ნახეს და, როგორც dailymail.co.uk იუწყება, პოლიციის უფროსმა მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება დამნაშავის დაკავების შესახებ.

სახლთან შეკრებილი მოქალაქეები ხელბორკილდადებული მამაკაცის გამოყვანას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100