მერაბიშვილს ბრალს უმძიმებენ
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს დაუმძიმებენ.
გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა
, რომ
მისთვის, ჯერჯერობით, ბრალის წარდგენის ზუსტი დრო უცნობია და პროკურატურიდან ამის შესახებ ინფორმაციას ელოდება.
ვანო მერაბიშვილს ბრალი სანდრო გირგვლიანის საქმეზე უნდა დაუმძიმონ. აღნიშნულის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 22 ივნისს განაცხადა.
კომენტარი