სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დაფუძნების შესახებ განაცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დაფუძნების შესახებ განაცხადა.


საქართველოს მთავრობა 2 წელზე მეტია მუშაობს იმისათვის, რომ საქართველოში მოიზიდოს საარბიტრაჟო სფეროში მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტები. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებები საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC International Court of Arbitration) წარმატებით დასრულდა და 20 დეკემბერს მასთან ურთიერთგაგების მემორანდუმს პარიზში საზეიმო ვითარებაში მოეწერება ხელი.

ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს საქართველოს ბიზნეს და საარბიტრაჟო რეგიონულ ჰაბად ტრანსფორმირებას, დადებითად იმოქმედებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე და უცხოელი ინვესტორებისთვის ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100