სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა ბავშვებს „ექსპერიმენტორიუმში“ ექსკურსია მოუწყო.

საქართველოში მოქმედი ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია – „ჩერნოვეცკის ფონდი“ უკვე 5 წელია ძალას არ იშურებს, რომ მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვების ცხოვრება გაულამაზოს.

ცოტა ხნის წინ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფი თბილისის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სახალისო მეცნიერების მუზეუმმა „ექსპერიმენტორიუმმა“ უმასპინძლა. (http://experimentorium.ge/)

ბავშვები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს ექსპერიმენტებს, აზოტის ღრუბელიც ნახეს და საპნის ბუშტშიც მოთავსდნენ J

„ბავშვებს საინტერესო და შემეცნებითი ინტერაქტიული ტური მოუწყვეს. პატარები აღფრთოვანებულები იყვნენ! ისინი ხომ ფიზიკის კანონებს „ხელით ეხებოდნენ“. ექსკურსიის შემდეგ, პიცერია „რონი“ (https://www.facebook.com/ronnyspizzavake) ბავშვებს ნამდვილი ამერიკული უგემრიელესი პიცით, ნამცხვრებითა და წვენით გაუმასპინძლდა.

დიდი მადლობა „ექსპერიმენტორიუმის“ და პიცერია „რონის“ ხელმძღვანელობას თბილი დახვედრისთვის და მასპინძლობისთვის. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ბავშვების გახარება ძალიან ადვილია“

საცნობარო ინფორმაცია: ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი საქართველოში 2012 წელს დაარსდა.

ფონდის ძირითადი მიმდინარეობებია: სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების აღმოჩენა მარტოხელა, უმწეო მოხუცებისთვის, მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.

ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისსა და ქობულეთში. ფონდის მზრუნველობის ქვეშ 700 ადამიანია.

ფონდის ოფიციალური ვებ–გვერდი: www.fsp.ge

Facebook–ის ოფიციალური გვერდი : www.facebook.com/SocialPartnership

ფონდი დააარსა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100