კოვიდის გადატანის შემდეგ ასე გონებაშეზღუდული დავრჩები? – კითხვა ექიმს "მაესტროს" პირდაპირ ეთერში (ვიდეო)
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ექიმი კოროანვირუსითან დაკავშირებით მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა. ბევრ კითხვასთან ერთად ერთ-ერთმა მაუყურებელმა მას სახალისო და უცნაური შეკითხვა დაუსვა.
კითხვა ეხებოდა ჭადრაკის თამაშს. როგორც მაყურებელი ამბობდა, კოვიდის გადატანის შემდეგ იგი ჭადრაკს ისე კარგად ვეღარ თამაშობს, როგორც ამას ადრე აკეთებდა.
ექიმმა მას საკმაოდ სერიოზული და დამაჯერებელი პასუხიც გასცა:
„როგორც წესი ამ დაავადებას ახასიათებს მოგვიანებით სხვადასხვა სიმპტომის გაგრძელება. იმის გამო, რომ ეს ვირუსი ცენტრალურ ნერვულ სისტემასაც აზიანებს, შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ნევროლოგიური ჩივილი. არის ხშირად შფოთვა, უძილობა, მეხსიერების დარღვევა, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგომ აღდგება. ზოგს ადამიანს ამისთვის მცირე დრო სჭირდება, ზოგს კი დიდი“,- უპასუხა ექიმმა.
კომენტარი