სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სავსე ფიგურის მქონე მოდელი რალფ ლოურენის სახე გახდა

ამერიკულმა ბრენდმა, Ralph Lauren-მა საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა. ბრენდმა საკუთარი სარეკლამო კამპანიის სახედ სავსე ფიგურის მქონე მოდელი აირჩია.

ავსტრალიელი რობინ ლოული პირველი მოდელია, რომელსაც ულამაზესი ფიგურა, მაგრამ ზედმეტი კალორიები აქვს და რომელსაც მსგავსი შანსი მიეცა.

ავსტრალიელ ქალბატონს საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. მას არაერთმა ცნობილმა ბრენდმა შესთავაზა თანამშრომლობა, მაგრამ Ralph Lauren-მა ყველაზე მსუყე წინადადება წამოაყენა და მოდელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

აღნიშნული ბრენდი ცხოვრების ჯანსაღი სტილის მომხრეა. იგი უარს ამბობს ზედმეტად გამხდარ მოდელებზე და სარეკლამო კამპანიას, ლოულის მონაწილეობით ბრწყინვალეს უწოდებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100