სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორი პარასკევი აქვს ვადის ამოწურვამდე, ჯობია, ნაკურთხი წყალი მიიღოს - მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე

"ხალხის ძალა" პრეზიდენტის წინააღმდეგ - მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნება" "ქართულ კოშმარად" გამოაცხადა, გურამ მაჭარაშვილმა მთავარსარდალს "მაკურთხი წყლის თავზე გადასხმა" ურჩია.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, "ზურაბიშვილის კოშმარული სიზმრები გრძელდება":

გრძელდება ზურაბიშვილის კოშმარული სიზმრები, ეს მისის პრობლემაა. შეიძლება, ძალით დაასიზმრებს კიდეც მისმა უცხოელმა პატრონებმა. ეს მისი პრობლემაა, საქართველოს პრობლემა აღარ არია. აგერ, ორი პარასკევი აქვს ვადის ამოწურვამდე და ჯობია ნაკურთხი წყალი მიიღოს ხოლმე, თავზეც გადაისხას და კოშმარული სიზმრები აღარ დაესიზმრება"- თქვა მან.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე კონფერენციის, "გარდამტეხი წელის" მონაწილეებს შეხვდა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, რა დროსაც, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოცნებად ყოფნა შეწყვიტა და კოშმარად იქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100