“ლელო“ რუსთავში, მოსახლეობასთან ახლოს ციხის მშენებლობას აპროტესტებს
“ლელო საქართველოსთვის“ ერთ ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ დღეს რუსთავში, ჭყონდიდის დასახლებაში, ციხის მშენებლობა გააპროტესტა. გეგელიას თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს მავნებელ ტრადიციას, როდესაც განაშენიანება ხდება ადგილობრივთა აზრის გათვალისწინების გარეშე.
გეგელიას აზრით დაუშვებელია ციხის აშენება საცხოვრებელი სახლების წინ. მაშინ, როდესაც ქვეყანაში განვითარებული მოდელები უნდა ინერგებოდეს, მოსახლეობასთან ახლოს ციხის კედლები შენდება.
„არცერთი წამით არ შევეგუებით იმას, რომ აქ აღიმართოს ყრუ, უსიცოცხლო კედელი. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა დავნერგოთ განვითარების მოდელი, რომელიც ემყარება ადგილობრივ მოსახლეთა აზრს. „ქართული ოცნება“ საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის და აცხადებს, რომ ვითომ ციხის მშენებლობა აღარ იგეგმება,”-აცხადებს გრიგოლ გეგელია.
მისი თქმით, „ლელოს“ გამარჯვებისთანავე, შემორაგულ ტერიტორიაზე გაკეთდება დასასვენებელი ზონა, სავაჭრო და გასართობი წერტილებით, პარკითა და ადამიანზე მორგებული სოციალური სივრცით, სადაც მთელი რუსთავის მოსახლეობას ექნება დასაქმების, დასვენებისა და გართობის საშუალება.
კომენტარი