
ავღანეთში ქალი ჟურნალისტი თავის მძღოლთან ერთად მოკლეს
ავღანეთში ქალი ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი, მალალაი მაივანდი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი თავის მძღოლთან ერთად ჯალალაბადში მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
ავღანეთში მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე 10 ჟურნალისტი მოკლეს.
კომენტარი