
უბედური შემთხვევა - აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა
უბედური შემთხვევა ეგვიპტის დედაქალაქში - სავარაუდოდ, ავტოავარიის შედეგად მომხდარ აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერ აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. მომხდარის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები 32-მა ადამიანმა მიიღო.
ეგვიპტის პოლიციას აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია. მომხდარს ქვეყნის გენერალური პროკურატურა იძიებს.
კომენტარი