
ბათუმში საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ობიექტი დახურულია და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
"თანამშრომელი შეუძლოდ იყო 26 აგვისტოს. ის წავიდა სახლში და 27-ში გამოუვლინდა ტემპერატურა. სწორედ ამ პერიოდიდან ის სამსახურში აღარ ყოფილა. გუშინ კი, თანამშრომლების ნახევარს ტესტირება ჩაუტარდა, ნახევარს კი ახლა უტარდება. ისინი თვითიზოლაციაში გადადიან ნაწილი კი კარანტინში" - ამბობს საკონდიტრო მაღაზია "დონას" მენეჯერი თამილა ბეჟანიძე.
კომენტარი