
ეს 1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ერთი-ერთი მიზეზია
მშობლებთან ერთად ძილი ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობას 5 ჯერ ზრდის სწორედ ის ფაქტი, რომ მშობლები პატარებს ცალკე საწოლის ნაცვლად თავისთან აწვენენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლების წინ ბავშვის დედ-მამის საწოლში ძილი საშიში იყო იმ შემთხვევაში თუ მშობლები მოიხმარდნენ ნარკოტიკებს, სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს ან ეწეოდნენ სიგარეტს, თუმცა სულ ახლახან დადგინდა, რომ ბავშვი ცალკე საწოლში უნდა დააძინოს ყველა მშობელმა.
კომენტარი