
"ნინო...რამხელა ტკივილია, დაჯერებაც არ მინდა" - კორონავირუსს ახალგაზრდა, ორსული ექიმი ემსხვერპლა
„ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი ფეისბუკ-პოსტით ირკვევა, რომ ახალგაზრდა ექიმი კორონავირუსს ემსხვერპლა.
„ჩვენი თვალებციმციმა ნინო, საუკეთესო ექიმი, კოლეგა, ადამიანი… რამხელა ტკივილია, დაჯერებაც არ მინდა. აიცერით ადამიანებო“, – წერს კუკუნაშვილი.
კომენტარებიდან ირკვევა, რომ ექიმი ორსულად იყო და ამის გამო აცრა ჯერჯერობით გაკეთებული არ ჰქონდა.
კომენტარი