
სროლა დიდ დიღომში - არიან დაჭრილები
თბილისში, დიდ დიღომში, სასაფლაოს ტერიტორიაზე სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ორი მამაკაცი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარის მიზეზი უცნობია.
კომენტარი