
ამ წუთებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველები დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანას ცდილობენ
ამ წუთებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველები დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანას ცდილობენ.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველების და ვერტმფრენის შემთხვევის ადგილზე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
სამაშველო ოპერაციაში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
კომენტარი