
საქართველოში კორონავირუსის 24-ე შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 24-ე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცეტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.
კომენტარი