
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანსა და ნარაზენში ხანძარია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანსა და ნარაზენში ხანძარია.
ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, თუმცა მოგვიანებით ადგილობრივების კუთვნილ თხილის პლანტაციებს მოედო. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები.
მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარი