
შოთა უტიაშვილი: თუ აქცია სამართლებრივ ჩარჩოებში ჩაჯდება, პოლიცია მათ ხელს არ შეუშლის
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს პოლიცია აკვირდება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, სამართალდამცავები კანონის სრული დაცვით იმოქმედებენ.
„თუ ქართული ოცნების აქცია ჩაჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში, პოლიცია მათ ხელს არ შეუშლის“,- განაცხადა უტიაშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში „ქართული ოცნების“ მსვლელობა დედაქალაქის სამი უბნიდან დაიწყო.
კომენტარი