
გიგი უგულავა მოქალაქეების კითხვებს დღეს facebook-ის მეშვეობით უპასუხებს
დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მოქალაქეების კითხვებს დღეს facebook-ის მეშვეობით უპასუხებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
გიგი უგულავა თბილისელების კითხვებს საათნახევრის განმავლობაში, 20:30 საათიდან 22:00 საათამდე უპასუხებს.
ონლაინკონფერენციაში მონაწილეობისთვის დაინტერესებული პირები facebook-ზე უნდა ეწვიონ დედაქალაქის მერის გვერდს - Gigi Ugulava.
კომენტარი