
ნიგერიაში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
ნიგერიაში, მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. 1-ელ ნოემბერს, ლაგოსში, 22-სართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა. მაშველებმა ცხრა ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჩამონგრევის დროს შენობაში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი.
კომენტარი