
სირიაში დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნეს
სირიის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ჰომსში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას და ერთი ადამიანი მოკლეს.
ანტი-სამთავრობო გამოსვლები სირიის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნებში.
დასავლეთის მედიის ინფორმაციით სირიის პრეზიდენტმა ბაშარა ალ-ასადმა უშიშროების ძალებს აუკრძალა იარაღის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუმცა როგორც ჩანს ეს ბრძანება დაირღვა ქალაქ ჰომსში.
კომენტარი