
ჟიზელ ბუნდჰენი - ყველაზე ძვირადღირებული მოდელი
ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად ჟიზელ ბუნდჰენი დაასახელა. ტოპმოდელმა ერთ წელში, 2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე, 45 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ჟიზელმა მონაწილეობა მიიღო კომპანია Pantene, Esprit-ისა და Versace-ს, ასევე iPanema flip flops by Gisele Bundchen-ის რეკლამებში.
რეიტინგში მეორე ადგილზე სკანდალური ქეით მოსი მოხვდა, 9,2 მილიონი დოლარით; მესამე ადგილზე კი რუსი მოდელი ნატალია ვოდიანოვა 8,6 მილიონი დოლარით.


კომენტარი