
ასეთი ბიულეტენებით აპირებენ ბათილობით მანიპულაციას? - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში დაზიანებული ბიულეტენის ფოტოს ავრცელებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, შეწყვიტოს მანიპულაცია:
"ასეთი ბიულეტენებით აპირებენ ბათილობით მანიპულაციას.
ჯერ ერთი, შეწყვიტეთ ეს მანიპულაცია!
მეორე, ამგვარი ბიულეტენი, თუ შემოხაზულია რომელიმე ნომერი, ვერ ჩაითვლება ბათილად. მთავარია, ამომრჩევლის გამოხატული ნება იკითხებოდეს, დანარჩენი ბათილობის საფუძველი არ არსებობს",- წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.
კომენტარი