
კორონავირუსით ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა
ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნიუ-იორკის ფოსპიტალში მკურნალობდა და მას დიაბეტი აწუხებდა.
„ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე, 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. იგი covid 19 დიაგნოზით ნიუ-იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა და დიაბეტი აწუხებდა. ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კომენტარი