
მწვადი სერბულად
მასალა:
500 გრამი ხბოს ხორცი
500 გრამი ღორის ხორცი
250 გრამი ხახვი
მარილი, პილპილი
დავჭრათ ხორცი კუბიკებად (3x3 სმ), ჩამოვაცვათ შამფურზე თანმიმდევრობით ჯერ ხბოს, შემდეგ კი ღორის ხორცი, თითო შამფურზე 6 ასეთი ნაჭერი უნდა ავაგოთ. შემდეგ სწრაფად შევწვათ გრილზე, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გარნირად შეგვიძლია მივიტანოთ ხახვმოყრილი პამიდორი ან მოხარშული ბრინჯი.
კომენტარი