
კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას“ კლასტერიდანაა - მარინა ეზუგბაია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 2 სექტემბერს გამოვლენილი კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა.
"კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა, 7 - დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 - შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც 2 პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარი