
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 370 შემთხვევაა დადასტურებული.
განკურნებულთა რაოდენობა სულ 1108-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.
კომენტარი