
ქალი, რომელიც გიყვარს
ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.
ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.
წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.
თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.
კომენტარი