
თბილისი-სენაკის გზატკეცილზე ავტოავარიის შედეგად ხუთი მამაკაცი დაიღუპა
თბილისი-სენაკის გზის 114-ე კილომეტრზე, სოფელ მოხისთან დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალი "მერსედესის" მარკის ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა.
შემთხვევის დროს "მერსედესში" მყოფი 5 მგზავრიდან 4 ადგილზე დაიღუპა, ერთი კი ხაშურის საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.
ავტომანქანიდან ცხედრების ამოსაყვანად მაშველებს სპეცტექნიკის გამოყენება დასჭირდათ.
5-ვე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარი