
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში და რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ხვალ,16 მაისს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +31, +32 გრადუსამდე მოიმატებს.
17-18 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 17-22 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა +23, +26 გრადუსამდე დაიკლებს.
კომენტარი