
"წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში, მე აქედან ჩემი ფეხით არ გადმოვალ" - პენიტენციური მიხეილ სააკაშვილის მორიგ პირად კადრებს ასაჯაროებს (ვიდეო)
პენიტენციური სამსახური მორიგ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს და ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ:
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს." ვკითხულობთ განცხადებაში.
კომენტარი