
თურქეთის ხელისუფლებამ 47 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის, „ზამანის“ 47 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ, ფეთჰულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი.თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დააკავეს ან სამსახურიდან დაითხოვეს 60 000-ზე მეტი ადამიანი.
კომენტარი