
ოსამა ბინ ლადენის შვილი საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლეს
ალ-ქაედას დამაარსებლის, ოსამა ბინ ლადენის შვილი, ჰამზა ბენ ლადენი მოკლეს საჰაერო დარტყმების შედეგად,- ინფორმაციას BBC ავრცელებს ამერიკულ სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით.
ჰამზა ბინ ლადენი 30 წლის იყო. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტი ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს მოკლეს, რომელშიც ამერიკის სპეციალური ოპერაციების ძალები იყვნენ ჩართულნი.
კომენტარი