სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პათოლოგოანატომი: მაიკლ ჯექსონი მოკლულია

პათოლოგოანატომი ქრისტოფერ როჯერსი, რომელმაც 2009 წელს გარდაცვლილი მაიკლ ჯექსონის გაკვეთა ჩაატარა, სენსაციური განცხადებით გამოვიდა. ამასთან სოცქსელებში გავრცელდა გარდაცვლილი მომღერლის ახალი ფოტოებიც.

როჯერსმა მომღერლის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ჩვენება მისცა და სასამართლო სხდომაზე, რომელზეც ჯექსონის პირადი ექიმი კონრად მიურეი იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ჯექსონს არ შეეძლო, დამოუკიდებლად მიეღო „პროპოფოლი“, რაც, ოფიციალური ვერსიით, მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. პათოლოგოანატომმა ცალსახად განაცხადა, რომ „პოპ-მუსიკის მეფე“ მოკლულია.

როჯერსის თქმით, მაიკლ ჯექსონი მისი ასაკის კვალობაზე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო: „მისი გულიც კი არ განიცდიდა ისეთ უარყოფით გავლენას, როგორსაც მისი ასაკის მამაკაცთა უმრავლესობაში ვხვდებით“, - ამბობს ექიმი.

მომღერლის პირადი ექიმის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ ვერსია, რომ მაიკლ ჯექსონმა თვითონ შეიყვანა ვენაში „პროპოფოლის“ სასიკვდილო დოზა. ამ ვერსიის პირველი მოწინააღმდეგე კი ქრისტოფერ როჯერსია, რომელიც მოვლენების ამგვარად განვითარებას კატეგორიულად გამორიცხავს.

„ალბათ, ის უფრო ახლოა რეალობასთან, რომ ექიმმა ვერ გათვალა იმ წამლის რაოდენობა, რომელიც მომღერალს მისცა“- ამბობს ექსპერტი.

სასამართლოს მაიკლ ჯექსონის ცხედრის ახალი ფოტოებიც წარუდგინეს, სადაც აღბეჭდილია, როგორ ამზადებენ ცხედარს აუტოფსიისთვის.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესი მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნიუ-იორკში 27 სექტემბერს დაიწყო და მასზე მომღერლის პირადი ექიმის ბრალეულობას იხილავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100