სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეგენდარულ ტოჩინოშინს საჩუქრად ანსამბლი „რუსთავის“ უნიკალური გამოცემა „რუსთავი 50“ გადაეცა

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლირუსთავის“ 50 წლის საიუბილეო გასტროლები იაპონიაში გრძელდება. ტურნე, რომელიც ქალაქ იჩიკავადან (ჩიბა) დაიწყო იაპონიის 21 ქალაქს მოიცავს.

მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლი საგასტროლოდ სრული შემადგენლობით იმყოფება. ქართულმა ფოლკლორმა ამომავალი მზის ქვეყნის 100 ათასზე მეტი მაყურებელი გაოცებული და აღფრთოვანებული დატოვა. დასკვნითი კონცერტი 21 ნოემბერს, ქალაქ ოსაკაში ჩატარდება.

ტურნეს ფარგლებში ანსამბლის წევრები ლეგენდარულ ტოჩინოშინს შეხვდნენ და საჩუქრად ანსამბლის დამაარსებლისა და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის წიგნი - „რუსთავი 50“ გადასცეს. გამოცემას თან ახლავს „რუსთავის“ მიერ შესრულებული, უნიკალური 400 ქართული ხალხური სიმღერის და საეკლესიო საგალობლის აუდიოჩანაწერი 16 კომპაქტ დისკით.

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/584947605243969/

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1968 წელს დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლირუსთავიდაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100