ქართველი მილიონერის ქალიშვილის წინასაქორწინო წვეულება კუნძულ მიკონოსზე - ანი ფხაკაძის თავბრუდამხვევი გართობა მეგობრებთან ერთად
ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის ქალიშვილი ანი ფხაკაძე წლებია, რაც უცხოეთში ცხოვრობს და სწავლობს. გარდა იმისა, რომ ანი უკვე საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული, Instagram სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქართველია. რამდენიმე თვის წინ, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საყვარელ ადამიანზე დაინიშნა. ამურ დე სადელიერი და ანი ფხაკაძე დიდი ხნის შეყვარებულები არიან და ისინი ხშირად მოგზაურობენ. ქორწილისთვის მზადება რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ერთი კვირის წინ ანიმ ქართველი მეგობრები საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე მიიწვია და ხმაურიანი ორდღიანი წინასაქორწინო წვეულება მოაწყო. ცნობილი სახეებიდან ფოტოებზე მოდის ბლოგერი ნინო ელიავა ჩანს. Northeastern University-ის დამთავრების შემდეგ ორი კომპანიის Mount Media-სა და ADS Medis Consulting-ის თანადამფუძნებელია. ანიმ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, Glion Institute of Higher Education-ში მენეჯმენტი შეისწავლა. მილიონერის ქალიშვილი აგრეთვე Bentley University-ს კურსდამთავრებულია. მართალია, სასიძო ტრადიციულ წვეულებას არ დასწრებია, მაგრამ რომანტიკული იყო საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნის ცერემონია. მამაკაცმა რჩეულს ხელი დომინიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე თვალისმომჭრელ კურორტზე - ამანერაზე სთხოვა და გულის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.
კომენტარი