სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაინტერესებთ, რა საქორწინო საჩუქარი გაუკეთა ელიზაბეტ II პრინც ჰარის და მეგან მარკლის?

რამოდენიმე დღე დარჩა დიდ სამეფო ქორწინებამდე. უკვე 19 მაისს, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის ცერემონიალი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა ყველა სტუმარს საჩუქრების ნაცვლად საქველმოქმედო ფონდში შემოწირულობა სთხოვეს, დედოფალმა ელიზაბეტ II მაინც გადაწყვიტა თავისი შვილიშვილისა და მისი მომავალი რძლისთვის კიდევ ერთი საჩუქარი გაეკეთებინა.

დედოფალმა მეგანსა და ჰარის მისი ქონების ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი „York კოტეჯი“ აჩუქა, რომელიც ლონდონში მდებარეობს. ცნობილია, რომ, სწორედ ამ კოტეჯში უყვარდათ უქმეების გატარება მეფე ჯორჯ მეხუთესა და მის მეუღლეს.

სხვათა შორის, York Cottage- თან ახლოს არის Anmer Hall- ის მეურნეობა, რომელიც პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა ქორწილში დედოფლისგან მიიღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100