სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთთან წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი აქვს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან შეხვედრაში ანგარიშით 58:65 დამარცხდა.

შეხვედრა, რომელიც ლიტვის ქალაქ კლაიპედაში თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყო, დაძაბულად მიმდინარეობდა. ქართველებმა 13-ქულიანი სხვაობის 2 ქულამდე შემცირება მოახერხეს და მინიმალურ სხვაობას მატჩის მესამე-მეოთხე მეოთხედების განმავლობაში ინარჩუნებდნენ, თუმცა ბოლო წუთებში რამდენიმე 3-ქულიანი ბურთის ჩაგდების შანსის ხელიდან გაშვებისა და ჯარიმების მიღების გამო სხვაობა საბოლოოდ 7 ქულამდე გაიზარდა.

დამარცხების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ჯერ-ჯერობით ჯგუფში 2-3 ადგილის დაკავებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლიტვის ქალაქ კლაიპედაში 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე გასამართ ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ Dჯგუფში ასპარეზობს. კლაიპედაში ქართველ გულშემატკივართა ჯგუფი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ეროვნული საკალათბურთოი ნაკრები 3 სექტემბერს სლოვენიასთან გამართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100