სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მინდა,დიდ ბიძინას მოვუწოდო,გააჩეროს პატარა ბიძინები

პარლამენტარი ირმა ნადირაშვილი რეგიონებსა და თვითმართველობებში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. მან "ქართული ოცნება" პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურებიდან მოქალაქეების გათავისუფლებაში დაადანაშაულა.

ბრალდების არგუმენტად ნადირაშვილმა, კასპელი ოლეგ იაძე მოიყვანა, რომელიც ტელევიზორიდან ძალიან ამაყად აცხადებდა, რომ რაც მან მოახერხა, ვერ გააკეთა ვერავინ, 5 წუთში 19 ადამიანს დააწერინა განცხადება და სამსახურიდან გათავისუფლა. ნადირაშვილმა იაძის ის განცხადებაც გაიხსენა, რომ "ის არის პატარა ბიძინა რაიონში".

"მე მინდა, დიდ ბიძინას მოვუწოდო, რომ გააჩეროს პატარა ბიძინები რეგიონებში. მე არ მომწონს მატრიოშკის პრინციპი, როდესაც ერთ დიდ ბიძინაში ბევრი პატარა ბიძინაც ზის და ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ამბავი დეკემბერში, როდესაც ახალი წელია და ასეულობით ადამიანს უმუშევრად ნუ ტოვებთ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ "ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს ხმა", - განაცხადა ნადირაშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100